geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გაცნობებთ, რომ სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველსა და იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული რესურსების გათვალისწინებით 2025 წლის 19 სექტემბერს 17:00 საათზე  დაემატება ადგილები სავალდებულო საგნებს.

 

არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.

 

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ-გვერდზე განთავსდება - 25 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება 26 სექტემბერს 17:00 საათიდან.

 

უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 26 სექტემბერს 17:00 საათზე.

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ  წარმატებულ სემესტრს!

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია

თარიღი: 18/09/2025